სუროგაცია
რას სთავაზობს სუროგაციით დაინტერესებულ პირებს ბარონ მედიქალი?
ბარონ მედიქალის გუნდი, რომელსაც საქართველოში დიდი გამოცდილება აქვს სუროგაციის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ უკონკურენტოდ მაღალ ანაზღაურებას და უშვილო წყვილების ოპერატიულ შერჩევას.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- თანამშრომლობის ხელშეკრულების სამართლებრივი გაფორმება.
- საჭირო დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება.
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება.
- საცხოვრებლით უზრუნველყოფა (საჭიროების შემთხვევაში).
- პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რომელიც თან ახლავს და მხარს დაუჭერს სუროგატ დედას ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში, დაგეგმავს საჭირო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, ექიმთან ვიზიტებს. ის ასევე დარწმუნდება, რომ სუროგატმა დედამ ან კვერცხუჯრედის დონორმა მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული ანაზღაურება.
- მშობიარობა კლინიკა ჰერაში ექიმ თეონა ბაღათურიას პატრონაჟით.
სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობები:
- ასაკი 20-დან 39 წლამდე.
- ოპტიმალური ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
- მშობიარობა ანამნეზში: ბუნებრივი გზით ან საკეისრო კვეთით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სუროგატ დედას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება: საცხოვრებელი, კარგი კვება, ტანსაცმელი, კომფორტული საცხოვრებელი პირობები. ასე რომ, ორსულობისა და მშობიარობის პერიოდი მშვიდ და კომფორტულ ატმოსფეროში გაივლის და ყველა მხარე სასურველ შედეგს მიიღებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისგან.