სუროგაციის ცენტრი „ბარონ მედიქალი“ ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია საქართველოში. ცენტრი 15 წელზე მეტია ახორციელებს მომსახურებას სუროგატი დედობის სფეროში. ბიზნესის პარალელური ხაზია კვერცხუჯრედის დონაცია. მომავალ მშობლებთან და სუროგატ დედებთან პროდუქტიული გრძელვადიანი ურთიერთობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, ნდობას, ინდივიდუალურ მიდგომას და თანამშრომლობის ყველა ასპექტის იურიდიულ კოორდინაციას.

უპირატესობები თქვენთვის

„ბარონ მედიკალ“ ცენტრისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია კლიენტების, დონორებისა და სუროგატი დედების უსაფრთხოება და კომფორტი, რაც არის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მკაფიო შესრულების გასაღები. მას შემდეგ, რაც კვერცხუჯრედის დონორის ან სუროგატი დედობის კანდიდატი გაივლის კონსულტაციას და პირველად დიაგნოსტიკას, ცენტრის თანამშრომლებს მისი მონაცემები შესაბამის ბაზაში შეაქვთ და მაშინვე ხელმისაწვდომი ხდებიან აპლიკანტებისთვის, მომავალი მშობლებისთვის.

დონორები და სუროგატი დედები იღებენ ანაზღაურებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების მიხედვით. ცენტრი უშვილო წყვილების დახმარების მსურველ ქალებს საუკეთესო პირობებსა და ბაზარზე არსებულ საშუალო ფასებზე მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს.

ცენტრის პარტნიორები

სუროგაციის ცენტრი „ბარონ მედიქალი“ თანამშრომლობს საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის საუკეთესო კლინიკებთან, როგორებიცაა: „ჟორდანია“, „ინოვა“, „კარაპს მედლაინი“, „რეპროარტი“.  სადაც დასაქმებული არიან კვალიფიციური რეპროდუქტოლოგი ექიმები, ასევე მათ აქვთ თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტიკური და IVF პროცედურების მაღალ დონეს.

ცენტრი „ბარონ მედიქალი“ ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოურ რეპროდუქციულ კლინიკებთან, მომავალი სუროგატი დედების საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის წყალობით, რაც უფრო დიდი ანაზღაურების მიღებას უზრუნველყოფს.

ჩვენს დონორთა და სუროგატი დედების ცენტრში თანამშრომლობის პირობები ყველაზე მომგებიანი, უსაფრთხო და კომფორტულია.

გარკვეული მომსახურების გაწევის ხელშეკრულება ფორმდება ადვოკატის მონაწილეობით, ხოლო დოკუმენტის დამოწმება და რეგისტრაცია იუსტიციის სახლში ხდება.

ჩვენთვის მთავარი ფასეულობაა ოჯახური გარემო, კომფორტული პირობები, თითოეული მხარის მოვლა, რადგან მომსახურების გაწევის წარმატებას სწორედ დონორებისა და სუროგატი დედების კეთილდღეობა განაპირობებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ის, რასაც მივუძღვენით ჩვენი საქმიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის. ცენტრის სერვისების წყალობით, უშვილო წყვილებს შეუძლიათ გახდნენ ბედნიერი მშობლები, ხოლო დონორებსა და სუროგატ დედებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა.